ხანძარი გლდანის ციხის მიმდებარედ - ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი მუშაობს
- საზოგადოება
- 22.08.2017
- 22:46
გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ,,პრაიმნიუსჯორჯიას'' განუცხადეს, ცეცხლი ციხის მიმდებარედ არსებულ ხევში გაჩნდა და ციხესთან არაფერი კავშირი აქვს.
მათივე ცნობით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, ასევე ვერ აკონკრეტებენ თუ რა ფართობის ტერიტორია იწვის.