ავარია შეკვეთილში - დაშავებულია 28 მგზავრი
- საზოგადოება
- 23.08.2017
- 12:04
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შეკვეთილში, სადაც ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 28 მგზავრი, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია და ოპერაცია ესაჭიროებათ.
შემთხვევა ქობულეთი-გურიის ცენტრალურ მაგისტრალზე დღეს დილით მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.