png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის დაბადებიდან 160 წელი შესრულდა

  • საზოგადოება
  • 10.11.2015
  • 09:28
საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის დაბადებიდან 160 წელი შესრულდა

დღეს, 10 ნოემბერს, სრულიად საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქის, კირიონ მეორის დაბადებიდან 159 წელი სრულდება. კირიონ II (ერისკაცობაში - გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი) 1855 წლის 10 ნოემბერს გორის მაზრაში, ქვემო ნიქოზში დაიბადა.
კირიონი იყო სრულიად საქართველოს პირველი კათალიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917-1918 წლებში, ქართველი ისტორიკოსი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. შერაცხულია წმინდანად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ 2002 წელს.

კირიონ II-მ ცხოვრების მძიმე გზა გაიარა. 1896 წელს ცოლ-შვილი დაეღუპა და ამის შემდეგ ბერად აღიკვეცა ქვათახევის მონასტერში. 1898 წელს მოღვაწეობა დაიწყო ალავერდის ეკლესიაში, რომელიც საკუთარი სახსრებით აღადგინა. 1901 წელს ის გორის ეპისკოპოსი გახდა. ამ რაიონში მისი თაოსნობით გაიხსნა სკოლები და ბიბლიოთეკები.

კირიონ II აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის, რის გამოს იდევნებოდა რუსი ჩინოვნიკების მხრიდან. 1902 წელს იგი დაითხოვეს გორის ეკლესიიდან, აუკრძალეს სამშობლოში მოღვაწეობა და გადაიყვანეს კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში, შემდაგ პოჟაისკის მონასტრში, ხერსონის ეპარქიაში, ბოლოს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად.

1917 წლის 12 მარტს, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებისთანავე ქართულმა სამღვდელოებამ მოითხოვა კირიონ II-ის დაბრუნება სამშობლოში და იგი კათალიკოს-პატრიარქად აირჩია. კირიონ II მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში 1918 წლის ივლისში ვერაგულად მოკლეს.

კირიონ II, სასულიერო პირთან ერთად, იყო მეცნიერი, რომელიც, ძირითადად, ქართული ეკლესიის ისტორიას იკვლევდა. იგი ქართულ კვალს ეძებდა რუსეთის სხვადასხვა ეკლესიაში. 1906-1907 წლებში მოიძია მრავალი ქართული დოკუმენტი, კერძო პირებისაგან შეისყიდა ქართველი ბატონიშვილების წერილები, გადაწერა მოსკოვის დონის მონასტერში დაკრძალული ქართველების საფლავების ეპიტაფიები. ამ წარწერათა უმეტესობა დღეს აღარ არსებობს, რაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შემორჩენილ ჩანაწერებს.

კირიონ II-ის ფონდი არქივში 1923 წელს არის მიღებული. მასში დაცულია 217 საქმე, რომელიც მოიცავს XVI-XIX საუკუნეების მასალას. ფონდშია: ხელნაწერი და ნაბეჭდი შრომები, ისტორიული ნარკვევები, პატრიარქის მიერ შეკრებილი მასალაქართულ, პოლონურ, ლიტვურ, რუსულ ენებზე.

ეკლესია კირიონ მეორის ხსენების დღეს 10 ივლისს აღნიშნავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge