ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვასთან - დაღუპულია 1 ადამიანი
- საზოგადოება
- 23.08.2017
- 14:05
თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
გარდაცვლილია ქალი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა. შემთხვევის შედეგად ასევე, დაშავდა მეორე მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.