ეკა ბესელია: საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ნაციონალური მოძრაობის საკუთრება
- პოლიტიკა
- 10.11.2015
- 09:30
პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის აცილების შეამდგომლობას ბრიუსელიდან ეხმაურება ეკა ბესელია.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ის მიესალმება საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული შემადგენლობის ობიექტურობასთან დაკავშირებით ეჭვები პირადად მასაც გაუჩნდა.
„ეს არის იმ ხარისხის საქმე, რომელიც ვერ შეითავსებს, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს ატარებდეს. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ნაციონალური მოძრაობის საკუთრება, ის ეკუთვნის ხალხს, ის ეკუთვნის სამართლიანობის აღსრულების სივრცეს, ამიტომ მათ უნდ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ეჭვები არ დარჩეს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200