მახათას მთაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- საზოგადოება
- 24.08.2017
- 14:02
ცოტა ხნის წინ, მახათას მთაზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ამ ეტაპზე, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები დასრულებულია.
,,2-3 ჰექტარის ფართობს ეკიდა ცეცხლი, ადგილზე 4 ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლი ბალახებს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები უკვე დაიშალნენ”, - განუცხადეს ,,პრაიმნიუსჯორჯია''-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.