პანკისის ხეობაში ხანძარია
- საზოგადოება
- 24.08.2017
- 15:31
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 300 მეტრში ხმელ ბალახს და ბუჩქნარს უკიდია.
როგორც ,,პრაიმნიუსჯორჯია''-ს საგენგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა იმყოფება.
მათივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.