ილია მეორე სტიქიის ზონაში ჩავიდა
- საზოგადოება
- 24.08.2017
- 16:51
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ბორჯომის ხეობაში ჩავიდა. ილია მეორე სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის.
სოფელ დაბაში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.
გიორგი კვირიკაშვილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.
ფოტო - საზოგადოებრივი მაუწყებელი