ზუგდიდის საავადმყოფოს მე-4 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა
- საზოგადოება
- 28.08.2017
- 11:14
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მე-4 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ წუთებში მას კომპიუტერული დიაგნოსტიკა უტარდება.
ბავშვს ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.
ექიმების თქმით, მცირეწლოვანს დღესევე თბილისში გადაიყვანენ.