primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

სასამართლომ ფხოველიშვილი, ნუცუბიძე და ნავროზაშვილი დამნაშავეებად სცნო

  • სამართალი
  • 10.11.2015
  • 10:52
 სასამართლომ  ფხოველიშვილი, ნუცუბიძე და ნავროზაშვილი დამნაშავეებად სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „საქართველოს გაერთიანებულიწყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბრალდებულებითამარ ფხოველიშვილი, ზურაბ ნუცუბიძე და ნათია ნავროზაშვილი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. თამარ ფხოველიშვილს და ზურაბნუცუბიძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ნათია ნავროზაშვილის სასჯელის სახით დაენიშნა ექვსი წლით თავისუფლებისაღკვეთა, საიდანაც ორი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით ხოლო ოთხი წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
დასახელებულ საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები 14 ტომად, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ორგანიზებულიჯგუფის წევრების - „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ყოფილიუფროსის თამარ ფხოველიშვილის, მისი მეუღლის ზურაბ ნუცუბიძის და ამავე კომპანიის ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოსუფროსის ნათია ნავროზაშვილის მიერ კომპანიის კუთვნილი 2 289 752 ლარის უკანონო მითვისებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოშემოსავლის ლეგალიზების ფაქტს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
საქმის განხილვის პროცესში დაიკითხა ბრალდების მხარის 91 მოწმე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები მათ შორის 7 ფინანსურირევიზიის დასკვნა, რომელთა ანალიზით უტყუარად დადგინდა, რომ 2013 წლის დასაწყისში თამარ ფხოველიშვილმა შპს „საქართველოს გაერთიანებულიწყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოშემოსავლის ლეგალიზების მიზნით მეუღლე ზურაბ ნუცუბიძესთან და ნათია ნავროზაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი.დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენროგორც თამარ ფხოველიშვილის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზურაბ ნუცუბიძის მიერ საკუთარ თავზე და ახლობლებზე ფიქტიურადდარეგისტრირებულ ფირმის ანგარიშებს. ამასთან, ნათია ნავროზაშვილს, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ეკონტროლებინა, რომუკანონოდ გადარიცხული თანხების ამსახველი საბანკო ამონაწერები არ მოხვედრილიყო სხვა ბუღალტრების ხელში და ჯგუფის დანაშაულებრივი გეგმა არგამჟღავნებულიყო კომპანიაში.
თამარ ფხოველიშვილმა, ნათია ნავროზაშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ, დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის 31დეკემბრამდე პერიოდში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საბანკო ანგარიშიდან ზ.ნუცუბიძის მიერ დაფუძნებულიფიქტიურ კომპანიების შპს „ქართული ბრენდის“, შპს „ალტგრუპის“, შპს „ბიარტი+“-ის და თამარ ფხოველიშვილის პირად საბანკო ანგარიშებზე საერთოჯამში უკანონოდ გადარიცხეს 2 289 752 ლარი და დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვისა და კვალის დაფარვის მიზნით ანგარიშსწორების დანიშნულე ...

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge