ავარია ბათუმში - დაშავებულია 8 წლის ბავშვი
- საზოგადოება
- 28.08.2017
- 15:51
ბათუმის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, 8 წლის ბავშვი დაშავდა.
მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, ბავშვს დაბეჟილობები აღენიშნება.