აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 270-მდე მაშველი ჩაერთო
- საზოგადოება
- 29.08.2017
- 15:21
აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ვერტმფრენი ჩაერთო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე ცეცხლის ქრობით სამუშაოებში მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ცნობისთვის, ხანძარი უკვე 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული.