ტრამპი ტეხასში ჩავიდა
- მსოფლიო
- 30.08.2017
- 11:37
აშშ პრეზიდენტი მეუღლეთან მელანია ტრამპთან ერთად ტეხასის შტატში ჩავიდა და სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
თეთრი სახლის ლიდერი და პირველი ლედი თავდაპირველად ქალაქ კორპუს-კრისტის ეწვივნენ, სადაც შტატი სგუბერნატორს შეხვდნენ.
პრეზიდენტმა სტიქიური უბედურების ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ანგარიში ჩაიბარა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია 26 აგვისტოს დაატყდა თავს. დონალდ ტრაპმა შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200