სოფელ რუისპირში ხანძარია - ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული
- საზოგადოება
- 30.08.2017
- 15:06
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ხანძარია.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია ერთ ჰექტრამდე ტერიტორია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი ბალახს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ადგილი დასახლებულ პუნქტთან მოშორებულია და ის მიუდგომელია. სოფელ რუისპირში 3 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.