დიდუბის მეტროსთან ახლოს ხანძარია
- საზოგადოება
- 30.08.2017
- 16:30
თბილისში, დიდუბის მეტროსთან ახლოს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის ხაზთან ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ხანძრის მასშტაბი, ჯერჯერობით, უცნობია.