png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უჩა ნანუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 10.11.2015
  • 11:20
უჩა ნანუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

გუშინ, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუჟნიეკსის შეხვდა და  თავისი პოზიცია გააცნო „ტელეკომპანია რუსთავი–2–ის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ტელეკომპანიის საკითხზე მიმდინარე სასამართლო განხილვების, მართლმსაჯულების სისტემასა და მედიათავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და განათლების უფლების დარღვევის საკითხები. აღინიშნა, რომ კონფლიქტურ ტერიტორიებზე არ ხდება ადამიანის უფლებების მონიტორინგი და მინიმალურია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რაც დამატებით ართულებს ადამიანის უფლებების დაცვას.

სხვა საკითხებთან ერთად სახალხო დამცველმა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე და ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზეც ისაუბრა. განიხილა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა.

აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ქვეყანაში კვლავ მრავლად რჩება გამოწვევები, მათ შორის არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფა; პროკურატურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და მათი გამოძიების ხარვეზები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების მექანიზმის შექმნის შესახებ სახალხო დამცველის კატეგორიულ მოთხოვნის მართებულობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მიმდინარე მუშაობას; შრომის ინსპექციის შექმნის და ზოგადად შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

უჩა ნანუაშვილმა ევროპელ სტუმარს სახალხო დამცველის აპარატში ბოლო ხანს განხორციელებული სიახლეების – ცხელი ხაზის ამუშავებისა და ადამიანის უფლებათა აკადემიის ამოქმედების შესახებაც შეატყობინა.

დასასრულს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ბატონ ნილს მუჟნიეკსის თანადგომისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge