პოლონეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
- მსოფლიო
- 31.08.2017
- 10:43
პოლონეთის ქალაქ სმეტოვო გრანიჩნეში, მატარებლების შეჯახებისას სულ ცოტა 21 ადამიანი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ, რის შედეგადაც სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა.
ავარიის დროს სამგზავრო მატარებელში 130 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200