png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

  • პოლიტიკა
  • 01.09.2017
  • 09:34
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას, კონგრესმენ ჰეროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, სამუშაოვახშამზე უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძემ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ორი ქვეყნის თანამშრომლობის,ურთიერთდახმარებისა და არსებული ურთიერთობების მომავალში გაღრმავების მნიშვნელობაზე.

კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკა ამაყობს საქართველოს მიერ გლობალური მასშტაბით დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვისათვის შეტანილი წვლილით,რისთვისაც მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

კონგრესმენმა ჰეროლდ როჯერსმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს წინსვლას და პროგრესს.

მისი განცხადებით კონგრესს სურს, რომ საქართველოს შეუნარჩუნდეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარება, რომელიც საქართველოსთვის აუცილებელი დამნიშვნელოვანია.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდამჭერი მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების გასამარჯვებლად.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე ორ ქვეყანს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე.

ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ჰეროლდ როჯერსი ხელმძღვანელობს, შედიან კონგრესმენები: ჰენრი ქუელარი, ჩარლზ ფლეიშმანი, სტივუომეკი, ჯონ დანკანი და ჯონ კარტერი.

პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ვახშამს ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის"თავმჯდომარე გიორგი წერეთელი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge