თბილისის საქალაქო სასამართლო მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე იმსჯელებს
- სამართალი
- 01.09.2017
- 09:51
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას), პროცესი გაიმართება.
პროცესზე ბრალდების მხარის ბოლო მოწმე უნდა დაიკითხოს, რომელიც პოლიციელია და უშუალოდ მონაწილეობდა დაკავების ოპერაციაში.
გიორგი გიორგანაშვილი ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული. მისი მტკიცებით, მას ნარკოტიკი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200