საქართველში მიწისძვრა მოხდა
- საზოგადოება
- 01.09.2017
- 11:04
საქართველოში დღეს, 10:36 საათზე 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ გამარჯვებიდან 21 კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.