სადახლოზე, ყაზბეგში, მტკვარსა და თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
- სამართალი
- 01.09.2017
- 18:05
21 – 30 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,ყაზბეგი“, ,,მტკვარი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული (12 აბი), ნარკოტიკულ-ფსიქოტროპული (16 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება ,,ოპიუმი“ (1.3კგ.) და მარიხუანა (0.78 გრ.) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200