ხანძარი ჯუთაში - ალპურ ზონაში ცეცხლი ხელახლა გაჩნდა
- საზოგადოება
- 03.09.2017
- 13:26
ჯუთაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახს უკიდია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მობილიზებულები არიან.
მათივე ცნობით, ჯუთაში გუშინ გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს, თუმცა დღეს ახალი გაჩნდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ვინაიდან ალპური ზონაა, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.