ქობულეთში, 3 დღის წინ გაუჩინარებული 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
- საზოგადოება
- 03.09.2017
- 16:10
ქობულეთში, ზღვაში, სამი დღის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 12 წლის ბიჭს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
სამუშაოებში, სამაშველო სამსახურის 45 თანამშრომელი იყო ჩართული.
გამოძიება ,,სისხლის სამართლის კოდექსის'' 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.