ავარია თბილისში - 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები
- საზოგადოება
- 04.09.2017
- 10:53
თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მცხეთიდან თბილისისკენ მომავალი 4 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები რამდენიმე კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, დაზარალებულები მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპულატაციის დარღვევას გულისხმობს.