დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინშია
- მსოფლიო
- 04.09.2017
- 14:05
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ახალი წევრის მოლოდინშია. კემბრიჯის პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდებიან.
ოფიციალური განცხადება კენსინგტონის სასახლეში რამდენიმე საათის წინ გააკეთეს. ორსულობის გამო ქეით მიდლტონი იძულებული გახდა დღეს ლონდონში დაგეგმილი ღონისძიება გადაედო. ის ამჟამად კენსინგტონის სასახლეში იმყოფება. პრინც უილიამს და ქეითს ორი შვილი ჰყავთ- ჯორჯი და შარლოტა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200