ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - არიან დაშავებულები
- საზოგადოება
- 04.09.2017
- 17:18
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ავტოსაზგაო შემთხვევა მოხდა.
,,აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულებიც.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთი დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორე კი მკურნალობის კურსს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაივლის. მედიკოსების თქმით დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ერთ მათგანს მოტეხილობები, მეორეს კი ქალა ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.