png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თეა წულუკიანი „EBRD"-ის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 05.09.2017
  • 17:37
 თეა წულუკიანი „EBRD"-ის პრეზიდენტს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.

შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და „EBRD"-ის დელეგაციის წევრები.

მხარეებმა ბიზნესდავებისათვის სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატების დაფუძნების მიზნით ჩაფიქრებული რეფორმის თაობაზე იმსჯელეს და ასევე საჭირო ფინანსურ ხელშეწყობაზე, რომელიც ამ რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია.
როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრომ კომერციული და საგადასახადო პალატების შესაქმნელად რეფორმის კონცეფცია შეიმუშავა და ამ პროცესში დისკუსიებს მომავალი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან გააგრძელებს.

„რეფორმის მიზანი კომერციული დავების მოგვარების საქმეში მართლმსაჯულების სისწრაფისა და ხარისხის ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას, ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, ასევე, სამოქალაქო მოსამართლეებს განტვირთავს საქმეთა დაგროვილი მოცულობისგან" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული და საგადასახადო პალატები შეიქმნება, სპეციალური წესი შემუშავდება ისეთი მოსამართლეების შესარჩევად, რომლებიც როგორც უცხოელ ინვესტორთა მონაწილეობით დავებს ასევე ქვეყნის შიგნით დაფუძნებული მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის სასამართლო საქმეებს მაღალკვალიფიციურად განიხილავენ, პირველ ეტაპზე გადამზადდებიან ახალდანიშნული მოსამართლეები, მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავს სასამართლოებში.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ რეფორმას, რომ მე პირადად მივაქცევ ყურადღებას ამ პროცესში საქართველოსთვის ნებისმიერი მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხს" - განაცხადა ბატონმა სუმა ჩაკრაბარტიმ.
რეფორმის დამფინანსებლები ბრიტანეთის მთავრობის „GGF" ფონდი, „EBRD" და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) იქნებიან. მიმდინარეობს მუშაობა სხვა დონორებთანაც. საქართველოს მთავრობას საკონსულტაციო მომსახურებას ამ სფეროში იურიდიული ფირმა Dechert Georgia გაუწევს.

დაგეგმილია, რომ პირველი კომერციული პალატა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge