ზუგდიდში სოფელ ურთას მგლები შეესივნენ
- საზოგადოება
- 06.09.2017
- 11:56
ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში მგლებმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯეს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დღეს დილით მონადირეებმა 2 მგელი მოკლეს.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხროვა 10-12 მგლისგან შედგება. ისინი შიშობენ, რომ ნადირი მათ საქონელს კიდევ დაგლეჯს.