2 დაღუპული, 1 დაშავებული - ავარია ნატახტართან
- საზოგადოება
- 07.09.2017
- 12:45
2 დაღუპული, 1 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მერვე კილომეტრზე.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.