გიორგი მამალაძე პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას არ გეგმავს - რამიშვილი
- კომენტარები
- 07.09.2017
- 15:30
გიორგი მამალაძე პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას არ გეგმავს-განცხადება დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო ghn-ი ავრცელებს.
,,მამა გიორგის გასაჩივრებაზე უარის თქმა და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა შეუძლია. თუმცა,ის ამაზე უარს აცხადებს. დეკანოზის თქმით, მას შესაწყალებელი არაფერი სჭირს, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს“, - განაცხადა რამიშვილმა.
მისივე თქმით, დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ,,თუ საქართველოს ვერცერთ ინსტანციაში სამართალს ვერ მივაღწიეთ, სტრასბურგი აუცილებლად მიიღებს გამამრთლებელ გადაწყვეტილებას"- იმედოვნებს ადვოკატი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200