ლაშა თორდიას შემცვლელად ირაკლი მექვაბიშვილი დასახელდა
- პოლიტიკა
- 08.09.2017
- 13:03
აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. მას ამ თანამდებობის დასაკავებლად ამჯერად პარლამენტის მხარდაჭერა ესაჭიროება.
მექვაბიშვილი ამ დრომდე EBRD-ის მთავარი ბანკირის პოსტს იკავებდა. საკანონმდებლო ორგანო წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. მთავარი აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა მაქსიმუმ ორჯერ არის დასაშვები.
აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა 2 თვის წინ ამოეწურა. აუდიტის ხელმძღვანელის მოვალოებას ამ დრომდე ნინო ლომჯარია ასრულებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200