როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი
- საზოგადოება
- 08.09.2017
- 14:12
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მასშტაბით 10 სექტემბრის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მოსალოდნელია 29-34 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 29-34 გრადუსს მიაღწევს. ასეთივე ტემპერატურაა მოსალოდნელი აღმოსავლეთშიც.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ქარის სიჩქარე დღეიდან თანდათან შესუსტდება.