ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას ფოტოთი დაადგენენ - CNBC
- მსოფლიო
- 08.09.2017
- 18:00
სტენფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანის სექსუალური ორიენტაციის დადგენა ფოტოს მიხედვით, ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რობოტის მხედველობა 81%-ის შემთხვევაში, სწორად ასახელებს კაცის ორიენტაციას, ხოლო 74%-ის შემთხვევაში - ქალის. ამასთან, ადამიანებს ჰომოსექსუალი და ჰეტეროსექსუალი კაცის გარჩევა ერთმანეთისგან საშუალოდ 61%-ის შემთხვევაში შეუძლია, ხოლო 54%-ი კი სწორად ასახელებს ქალის ორიენტაციას.
იმ შემთხვევაში, როდესაც რობოტი სწავლობს ადამიანის 5 ფოტოს, მამრობითი სქესის შემთხვევაში 91 სწორ პასუხს სცემს, ხოლო მდედრობითის შემთხვევაში - 83.
კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს გააჩნიათ ,,გენდერ-ატიპური" სახის ნაკვთები. გარდა ამისა, სპეციალისტების აზრით, ხელოვნურ ინტელექტზე ჩატარებული ექსპერიმენტით მტკიცდება ისიც, რომ სექსუალური ორიენტაცია ადამიანის ბუნებრივი თვისებაა და არა შეძენილი.