png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ხელში ამიტაცეს და საზღვარი ისე გადამატარეს - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 11.09.2017
  • 11:23
ხელში ამიტაცეს და საზღვარი ისე გადამატარეს - სააკაშვილი

„ხელში ამიტაცეს და საზღვარი ისე გადამატარეს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ უკრაინის საზღვარი მას არ გაურღვევია, რადგან ეს უკრაინელმა ხალხმა გააკეთა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ლვოვში პრესკონფერენციას გამართავს, შემდეგ კი კიევში გაემგზავრება. 

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და ის უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, -  ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

გამოძიება სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანის მუხლითაა დაწყებული, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, საზღვარზე მასობრივი არეულობის შედეგად პოლიციის 11 თანამშრომელია დაშავებული. ამასთან, ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლის გარდა, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, გუშინდელი მოვლენები ასევე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge