png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის ვაგონები იმოძრავებს

  • საზოგადოება
  • 11.09.2017
  • 13:33
თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის ვაგონები იმოძრავებს

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს.

2017 წელს კომპანია მგზავრებს  სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს სთავაზობს, რომელთა განახლება  სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში მოხდა. მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე  შეიცვალა  ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით. 

ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ახალი ვაგონები  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მისმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა და ქარხნის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა დაათვალიერეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის პირველი მატარებელი, რომელსაც  სრული მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ  მატარებელი ახალი მერტოსადგურის გახსნისთანავე შევა ექსპლუატაციაში.

„დღეს მოხდა ახალი მატარებლის პირველადი ტესტირება. ვაგონი არის მოდერნიზებული და  ძალიან კომფორტული. დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრებს  მოეწონებათ და გაცილებით უფრო კომფორტულად იმგზავრებენ, ვიდრე ადრე მგზავრობდნენ. ეტაპობრივად, დაგეგმილია ყველა ვაგონის მოდერნიზაცია“ - განაცხადა თბილისის მერმა.

2017 წელს თბილისის მეტროს მგზავრებს 8  განსხვავებული ფორმისა და დიზაინის, სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონი მოემსახურება,  საიდანაც 4 უკვე მზად არის და  სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში გადაეცა. კიდევ 4 ვაგონი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2017 წელს აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი  16 ვაგონს ჩაუტარა, წლის ბოლომდე  დამატებით კიდევ 12 ვაგონის განახლება იგეგმება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge