png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

რომელ სკოლებში დაურიგდებათ ბავშვებს ვაშლები - განათლების სამინისტრომ ვაშლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

  • პოლიტიკა
  • 11.09.2017
  • 13:58
რომელ სკოლებში დაურიგდებათ ბავშვებს ვაშლები - განათლების სამინისტრომ ვაშლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის 260 ათასი ვაშლის შესყიდვას გეგმავს.

სამინისტრომ ვაშლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოაცხადა. 
 
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერის მონაწილე უფლებამოსილია, შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური. სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება, ვაშლის ჯიშები შეცვალოს, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში უზრუნველყოს ერთი ჯიშის ვაშლის მიწოდება, ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისთვის დამახასიათებელი, თითოეული არანაკლებ 150 გრამი, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების გარეშე, სწორი ზედაპირის.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ იმ სკოლების სიაც გამოაქვეყნა, სადაც ახალი სასწავლო წლიდან კვირაში ერთხელ ვაშლი დარიგდება. ესენია:  N161 საჯარო სკოლა,  თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა,  თბილისის №147 საჯარო სკოლა, თბილისის კლასიკური გიმნაზია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის № 51 საჯარო სკოლა, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის №173 საჯარო სკოლა;  თბილისის №180 საჯარო სკოლა, თბილის №115 საჯარო სკოლა, თბილისის №166 საჯარო სკოლა, კიკნაძის სახელობის თბილისის №182 საჯარო სკოლა.

სამინისტროს წარმომადგენლის, მაია მუშკუდიანის თქმით, სკოლებში ვაშლების დარიგება ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქცია იქნება.

,,პროექტში დაახლოებით 20 000 ბავშვი ჩაერთვება. ბავშვებს ხილი კვირაში ერთხელ მიეწოდებათ. საპილოტე პროექტი ერთი სემესტრის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. 

ეს კეთდება ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და ბავშვების ინფორმირებულობისთვის, რომ ვასწავლოთ, რა არის ჯანსაღი და რა არის ვთქვათ არაჯანსაღი. ან მაგალითად, ვასწავლოთ ჩიფსები და წასახემსებლები რითი უნდა ჩაანაცვლონ, რომ უფრო ჯანსაღი პროდუქტით იკვებონ და ეს უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ.

კამპანიის  გაგრძელების პერსპექტივა შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრება და არ არის გამორიცხული, კვების ფესტივალის სახეც მიიღოს. 

რახან ამას საპილოტე სახე აქვს, შედეგებიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ, მომავალში სხვა სკოლებში რა სახით გაგრძელდეს ეს კამპანია. შეიძლება ამან მომავალში კვების ფესტივალის სახეც მიიღოს. ამ ეტაპზე სხვადასხვა კამპანიები გვაქვს მოფიქრებული. ხილისა და კონკრეტულად ვაშლის თემაც ამ იდეის ერთ-ერთი მცირე კომპონენტია. ვნახოთ, რა შედეგებზე გაგვიყვანს“, - აცხადებს მაია მუშკუდიანი. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge