ბათუმში, ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა - არიან დაშავებულები
- საზოგადოება
- 13.09.2017
- 11:49
ავარია მოხდა ბათუმში. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდია.
დაშავებულები ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა, ე.წ. ტრაილერი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ფოტო არქივიდან