მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
- საზოგადოება
- 13.09.2017
- 15:55
მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.