png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ტურიმზის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმა - გიორგი ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 13.09.2017
  • 16:00
საქართველო კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ტურიმზის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმა - გიორგი ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ჩინეთის ქ. ჩენგდუში UNWTO-ს 22 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერი მიესალმა მიმდინარე წლის -  „ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადებას, რაც მისი მოსაზრებით ხელს შეუწყობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებას, რაც თავისმხრივ განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდრეობას, ხალხთა შორის კონტაქტებს და კულტურათა თანაარსებობას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მსოფლიოში ტურიზმის მზარდი როლის გათვალისწნებით, თანდათან ქვეყნები ამარტივებენ მგზავრობის პროცედურებს, ავითარებენ უწყეტ კომუნიკაციას და სხვადასხვა სერვისებს.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვიტარების წარმატებულ ტენდენციაზე, რომლის შედეგადაც 2016 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა  პირველად ასცდა ექვს მილიონიან ნიშნულს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტურიზმის სექტორი  დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის, დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების  ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ამ სექტორის მეშვეობით, საქართველომ უამრავ წარმატებას მიაღწია და იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა.

საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება და მისი ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ვცდილობთ ტურიზმის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისებას  როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული ზომების შედეგად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად სექტორად იქცა”-განაცხადა მინისტრმა.  

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და მასპინძელ ქვეყანას გულთბილი მიღებისათვის და გამოხატა მზაობა ხელი შუწყოს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე. ​

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge