png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეგვიპტის მიმართულებით რეისების გაუქმებაზე, ან შეზღუდვაზე GCAA-ში განაცხადი არ შესულა

  • ეკონომიკა
  • 10.11.2015
  • 16:50
ეგვიპტის მიმართულებით რეისების გაუქმებაზე, ან შეზღუდვაზე GCAA-ში განაცხადი არ შესულა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) ამ ეტაპისათვის ეგვიპტის მიმართულებით ფრენების შეზღუდვას არ გეგმავს. სააგენტომ საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ფრენების დაგეგმარებისა და რისკების შეფასებისას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწუინებისკენ უკვე მოუწოდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სააგენტო მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ტექნიკურ შესრულებაზე შეიძლება იყოს უფლებამოსილი.

სინაის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენამდე, როგორც ცნობილია რამდენიმე ავიაკომპანიამ ეგვიპტის მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„როგორც წესი ავიაკომპანიების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ხდება არსებული რისკების შეფასებიდან და კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე. ICAO-ს მიერ, წევრი სახელმწიფოებისათვის დაგზავნილ წერილებზე და EASA-ს ფრენის უსაფრთხოების ბიულეტენებზე დაყრდნობით, ჩვენ გავავრცელეთ იმ რეგიონების ჩამონათვალი, რომელთა საჰაერო სივრცის თავზე, აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, შექმნილია მაღალი რისკი სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებისათვის და მოუწოდეთ საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ფრენების დაგეგმარებისა და რისკების შეფასებისას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება.

მას შემდეგ რაც ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზად ტერაქტის ვერსია გამოიკვეთა, რიგმა სახელმწიფოებმა თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეაჩერეს ფრენები ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით, ზოგი ქვეყანა კი შემოიფარგლა მხოლოდ მოწოდებით - მოქალაქეებმა თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისაგან.

ქვეყნების მიერ ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფოს დონეზე მიიღება კომპეტენტური უწყებების მიერ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“, განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

აღნიშნული რეგიონის მიმართულებით, ამ დროისათვი ჩარტერული რეისები დანიშნული არ არის, რეგულარულ რეისებს კი ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo ასრულებს.

„მგზავრთა გადაყვანის მიზნით საქართველოდან ხორციელდება ფრენები აღნიშნული რეგიონის მიმართულებით, უკანონო ჩარევის აქტების აღკვეთისა და მგზავრების უსაფრთხო გადაყვანასთან დაკავშირებით ეგვიპტეში შექმნილ ვითარებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებს შორის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ტექნიკურ შესრულებაზე შეიძლება იყოს უფლებამოსილი“, აცხადებენ სააგენტოში.

Air Cairo საქართველოდან ეგვიპტის მიმართულებით შემდეგ რეისებს ახორციელებს: შარმ ელ შეიხი-თბილისი-შარმ ელ შეიხი (კვირაში 2 სიხშირით) და ჰურგადა-თბილისი-ჰურგადა (კვირაში 1 სიხშირით).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ეგვიპტეში მომხდარი მოვლენის შემდეგ უწყებაში რეისების შემცირების, ან გაუქმების მიზნით განაცხადი არ შესულა.

„შესაბამისად, საქართველოსა და ეგვიპტეს შორის დაგეგმილი რეგულარული რეისების განხორციელება Air Cairo-ს მიერ ხორციელდება ზამთრის სეზონისათვის დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. ამასთან, ავიაკომპანიის მიერ რომელიმე რეისის კორექტირება, ან გაუქმება არ დაფიქსირებულა (ბოლო გაუქმება დაფიქსირდა 30 ოქტომბერს, ამის შემდეგ რეისები ჩვეულებრივ განხორციელდა 1, 4 და 8 ნოემბერს)“, განმარტავენ სააგენტოში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge