კახა კალაძის საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ მყინვარწვერზე აიტანეს
- პოლიტიკა
- 14.09.2017
- 18:04
ქართველმა სპორტსმენებმა, კახა კალაძის მხარდაჭერის ნიშნად, მისი საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი მყინვარწვერზე აიტანეს. ბანერებს სლოგანით - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ ქართველი მთამსვლელები, ასევე, ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებშიც განათავსებენ - ამის შესახებ სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან მშვილდაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატისა და სპორტის ფედერაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის, ტრამპლინიდან ხტომის და ფრისთაილის ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კახა კალაძემ მათ ქალაქის განვითარების ხედვა, მათ შორის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სპორტის პოპულარიზაციის მიმართულებით დასახული გეგმები გააცნო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200