png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

„რესპუბლიკელებმა" არჩევნებში ლესბოსელი კანდიდატი წარადგინეს - „პრობლემაა, რომ ეს უკვირთ''

  • პოლიტიკა
  • 15.09.2017
  • 12:20
 „რესპუბლიკელებმა" არჩევნებში ლესბოსელი კანდიდატი წარადგინეს - „პრობლემაა, რომ ეს უკვირთ''

ქართულ პოლიტიკაში პირველად, თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში ასარჩევად „რესპუბლიკელებთან" ერთად ღიად ლესბოსელი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე იბრძოლებს, ამის შესახებ ინფორმაციას ,,ლიბერალი'' ავრცელებს.

ნინო ბოლქვაძე „რესპუბლიკელების" სიის ათეულში იქნება. ბოლქვაძე ბოლო წლებია, აქტიურადაა ჩართული ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში. 

მისი თქმით, „ამ უფლებებისთვის ბრძოლის უკეთესი გზაა, თავად გახდე გადაწყვეტილებების მიმღები, ან შეეცადო მოიპოვო მხარდამჭერი, რომელიც ლგბტ თემის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებებს". 

„რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ „ლიბერალს" განუცხადა: „გულდასაწყვეტია, რომ როდესაც ღიად ლესბოსელი ადამიანი ხდება კანდიდატი, ეს გაოცებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში".

„პრობლემაა, რომ ეს უკვირთ. ნინო კომპეტენტური ადამიანია და ძალიან ბევრის გამკეთებელია სხვადასხვა სფეროში. მას უამრავ მნიშვნელოვან თემაზეც შეუძლია საუბარი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მისი მგრძნობელობაც ამ თემის მიმართ. ასეთი მგრძნობელობის მქონე ადამიანი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს, რაც ვთვლით, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ მიზანს აბსოლუტურად ემთხვევა. რელიგიურ ქვეყნებში, მაგალითად, სერბეთში, ჰყავთ ლესბოსელი პრემიერ-მინისტრი. მაგრამ იქ ეს საკითხი საუბრის თემა არ არის, იგი აირჩიეს პროფესიონალიზმის გამო. სექსუალური იდენტობა არ არის მთავარი, წამყვანი თემა. ჩვენც ვფიქრობთ, რომ სწორედ, ასე უნდა განვიხილოთ ეს საკითხიც", - განაცხადა ,,ლიბერალთნ'' საუბრისას თამარ კორძაიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge