png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სკანდალი საპატრიარქოში! პატრიარქის სახლში ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებულები იმალებოდნენ

  • საზოგადოება
  • 17.09.2017
  • 11:16
სკანდალი საპატრიარქოში! პატრიარქის სახლში ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებულები იმალებოდნენ

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება - პატრიარქის სახლში 2016 წელს რამდენმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა. მათ თურქი სამართალდამცველები ეძებდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2'' ავრცელებს.

სოსო ოხანაშვილმა სკანდალური ისტორიის დეტალები ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე გააჟღერა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ილია მეორეს სახლში თურქეთის ძებნილი მოქალაქეები პატრიარქის დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ისიც დაადგინეს, რომ უწმინდესის რეზიდენციაში ისინი, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ დააბინავეს.

უცნობია, დაკითხეს თუ არა სამართალდამცველებმა ამ საქმეზე გიორგი ანდრიაძე ან შორენა თეთრუაშვილი. სოსო ოხანაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ პატრიარქის სახლში თურქეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი პირების ყოფნის შესახებ ინფორმაცია ქართველ სამართალდამცველებს ჰქონდათ.

სოსო ოხანაშვილი ყვება რომ პატრიარქრის პირად რეზიდენციაში რამდენიმე თვის განმავლობაში, თურქეთის ძებნილ მოქალაქეებს შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე ისე მალავდნენ, რომ ილია მეორემ არაფერი იცოდა. მის სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია კათალიკოსს ოხანაშვილმა მიაწოდა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, ძებნილი პირები მისი სახლიდან დაცვის სამსახურმა 2016 წლის აპრილში გაიყვანა.

„კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის აპრილში ილია მეორეს სახლში განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქოში დიდი სკანდალი მოჰყვა. ერთმანეთს შორენა თეთრუაშვილი და სოსო ოხანაშვილი დაუპირისპირდნენ.

გიორგი ანდრიაძემ „კურიერის“ კითხვებს არ უპასუხა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge