ხახაბოს მთაზე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება
- საზოგადოება
- 17.09.2017
- 11:40
თუშეთში, ხახაბოს მთაზე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება.
ამ ეტაპზე, ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების დაქრობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 150-მდე ცოცხალი ძალა.
მათივე ცნობით, მიუხედავად ძლიერი ქარისა, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის არეალს გაზრდის საშუალება არ მისცეს.
ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვის საჭიროება არ არის.