ავარია კახეთში - 48 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა
- საზოგადოება
- 17.09.2017
- 13:40
კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ,,მერსედესისა" და ,,ჟიგულის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
,,ჟიგულის“ მძღოლი, 48 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.