ხახაბოს ტყეში 4 სახანძრო ეკიპაჟი კვლავ მუშაობს
- საზოგადოება
- 18.09.2017
- 12:37
ხახაბოს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი მუშობს.
მათივე ცნობით, ცეცხლის რამდენიმე მცირე კერაა დარჩენილი და ცეცხლის სრულად ლიკვიდირება სავარაუდოდ დღესვე მოხდება.
შეგახსენებთ, სოფელ ხახაბოს ტყეში მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას უკვე ორი კვირაა ცდილობენ.