„საქართველოს ბანკში“ „თედექს თბილის“-ის მეხუთე, საიუბილეო ღონისძიების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება
- ეკონომიკა
- 18.09.2017
- 14:00
ხვალ, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, „თედექს თბილის“-ის (TEDxTbilisi) მეხუთე, საიუბილეო ღონისძიების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს ბანკი უკვე მეხუთე წელია აღნიშნული ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს-თბილისი“, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.
პრესკონფერენციას დაესწრებიან, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, „თედექს-თბილისის“ წარმომადგენელი მერი გაბაშვილი და „თედექს თბილისის“ 2017 წლის სპიკერები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200