primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე სპიკერს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 18.09.2017
  • 18:00
 ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერs მა პეიჰუას შეხვდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის მოხარულია, რომ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების როლს და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, ამ პროცესში წვლილი შეიტანოს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მისი ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სხვა ორმხრივი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის არსებულ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს. ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველოში წარმატებით ოპერირებს ბევრი ჩინური კომპანია. სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესისთვის კარგი გარემოა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ აღიდგინოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ფუნქცია. ვიცე-სპიკერმა პეიჰუამ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობის „სარტყელისა და გზის" ეკონომიკურ პროექტში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ამ პროცესში საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს. აქვე, სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, მისი ქვეყანა მაღალი ოფიციალური პირებით იქნება წარმოდგენილი ნოემბერში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე".

ირაკლი კობახიძემ სტუმარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აგრეთვე, განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის" პოლიტიკას.

„საბედნიეროდ, განებივრებულები ვართ ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტებით საქართველოში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობაზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე ძალიან აქტიური თანამშრომლობის ფონზე აღინიშნება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით - როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კუთხით. ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას და დღევანდელ შეხვედრაზე ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრეთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge