png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

N30-ე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით

  • საზოგადოება
  • 19.09.2017
  • 12:56
N30-ე საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტირდა  70 ათასი კვადრატული მეტრი ფართი და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10,000-ზე მეტი მოსწავლისთვის.

პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს.  სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 13 ათასი მოსწავლისთვის.  

18 სექტემბერს, 30 რეაბილიტირებული სკოლიდან ერთ-ერთი ხაშურის შოთა რუსთაველის სახელობის მე-9 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა საზეიმოდ გახსნეს.

„დღეს 30 ახლადრეაბილიტირებული სკოლა ხვდება სასწავლო წელს. ჯამში 100–მდე  სკოლას ჩავუტარებთ რეაბილიტაციას და ვიმედოვნებთ, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სწავლა–სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო განთლების ხარისხის გაძლიერებას, შესაბამისად თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სკოლების აღჭურვა ხელს შეუწყობს აღნიშნული დისციპლინების გაძლიერებას.“ – განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის ადმინისტრაციასთან საუბრის დროს ყურადღება სასწავლო გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა:

„სხვადასხვა კვლევით დამტკიცებულია, რომ სასწავლო გარემო გავლენას ახდენს მასწავლებლისა და მოსწავლის მოტივაციაზე და აისახება აკადემიურ მოსწრებაზე. სამწუხაროდ,  ხშირი არ არის მსგავსი სკოლები საქართველოში. აქ ყველა გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ისეთი განათლება, რასაც იმსახურებენ. სკოლის რეაბილიტაციამ ერთი მოსწავლის ბედიც რომ შეცვალოს, მარტო ამისთვის ღირს ძალისხმევა, თუმცა, დარწმუანებული ვარ, რომ რეაბილიტირებული სკოლა ბევრი მოსწავლისთვის სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს.“ – აღნიშნა მან.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაცია და ლაბორატორიებით აღჭურვა მოსწავლეებს მსოფლიო დონის განათლების მიღებაში დაეხმარება.

„მოხარული ვარ სამინისტროსთან და ფონდათან ერთად საზეიმოდ გავხსნათ ხაშურის მე-9 საშუალო სკოლა. აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, აფინანსებს საქართველოში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს. ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწვალეებს მივცემთ მსოფლიო დონის განათლება, რაც თავის მხრივ საქართველოს გაძლიერებას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.“– განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით.  პროექტის მიზანია საჯარო სკოლების  სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge