სამგზავრო მატარებელი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა - არიან დაშავებულები
- მსოფლიო
- 20.09.2017
- 12:50
ჩეხეთის აღმოსავლეთით ქალაქ ოლომოუცის სიახლოვეს სამგზავრო მატარებელი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. დაშავდა ცხრა ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, დაშავებულებმა - ხუთმა მამაკაცმა და ოთხმა ქალმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველთა თქმით, მტარებელი დაბალი სიჩქარით მიდიოდა და სადგურს უახლოვდებოდა.
საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200